fbpx

გლდანის I მიკრორაიონის N19 – 19ა კორპუსებთან სკვერის მოწყობა დაიწყო

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ I მიკრორაიონის N19 – 19 ა კორპუსებთან სკვერი ეწყობა.

ჯამში, სკვერის მოწყობის სამუშაოები 1 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ადგილზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები – დაითესება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 343 934 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ბესიკ კალაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება