fbpx

გლდანის რაიონის გამგეობამ წყაროს ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს.
ამჯერად, წყაროს ქუჩის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად,
სანიაღვრე ქსელი, დაახლოებით, 500 გრძივ მეტრზე ეწყობა, 11 325 კვადრატულ
მეტრამდე ფართობზე კი, ასფალტის საფარი დაიგება.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 130 000
ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი
ზურაბ ქაშიაშვილი ადგილზე გაეცნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება