გლდანის მერვე მიკრორაიონში მოსასვენებელი სივრცე მოეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან მოსასვენებელი სივრცეს მოაწყობს.როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი სამუშაოები, დაახლოებით, 7 000კვ.მეტრ ფართობზე ჩატარდება.„დედაქალაქში აქტიურად გრძელდება რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციის პროცესი. გლდანის რაიონის გამგეობა მოსასვენებელ სივრცე სამჯერად მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან მოაწყობს.სამუშაოები, დაახლოებით, 7 000 კვ.მეტრ ფართობზე ჩატარდება. ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.ასევე, მოეწყობა სავარჯიშო სივრცე და სასეირნო ბილიკები. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – დაირგვება ხე-მცენარეები“, – აღნიშნა კახაკალაძემ.მისივე თქით, აღნიშნული პროექტისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 800 000 ლარამდე დაიხარჯება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება