გლდანისხევის გაწმენდის მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა

„თბილსერვის ჯგუფმა“ გლდანისხევის კალაპოტის გაწმენდის მასშტაბური სამუშაოები განახორციელა. 

შედეგად, კალაპოტი სრულად გაიწმინდა დაგროვილი ნატანი ქვა-ღორღისა და ხე-მცენარეებისგან, რამაც წყლის თავისუფალი დინება უზრუნველყო.

პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით, სამუშაოებში ჩართული იყო 14 ერთეული სპეცტექნიკა. 

მდინარის კალაპოტიდან მოპოვებული ინერტული მასალა სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე განთავსდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება