fbpx

გიორგი ხელაშვილი – სწორედ ივანიშვილის და მის მიერ შექმნილი პარტიის ხელმძღვანელობით მოხდა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ყველანაირი დადებითი და წინ გადადგმული ნაბიჯის მიღწევა

ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება თითიდან გამოწოვილი თემაა. არსებობს გარკვეული პრაქტიკული დაბრკოლებები, რომელიც მას ხვდება, რაც ძალიან დიდი უსამართლობაა, ვინაიდან თუ ვინმე ევროკავშირში ამ პირობებით, ამ გზით მიდის და ამას მოითხოვს, პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს, არ არის სწორი და ყველანაირი ზნეობრივი ნორმის დარღვევა, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ივანიშვილის და მის მიერ შექმნილი პარტიის ხელმძღვანელობით მოხდა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ყველანაირი დადებითი და წინ გადადგმული ნაბიჯის მიღწევა.
რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან სანქციების ასე დაჟინებით მოთხოვნას როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე გარეთ, ეს ემსახურება ისევ და ისევ იმ მიზანს, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ამ ეტაპზე და შემდეგ გამოყენებულ იქნას არეულობის მოსაწყობად, რაც ჩვეულებრივი ხელწერაა „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალების“ – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება