fbpx

გიორგი ხელაშვილი ევროკომისიის პირობებზე: ჩამონათვალის ზედაპირული წაკითხვაც მოწმობს, რომ საქართველო ბევრად უფრო ახლოსაა კანდიდატობასთან

როდესაც გადავხედე სამივე ქვეყნის მოთხოვნებს, საქართველოს სია ყველაზე გრძელია, იმავდროულად საქართველოს სია არის ყველაზე უფრო მარტივი და ადვილად შესასრულებელი დანარჩენი ორთან შედარებით, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისიის დასკვნას, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მომზადდა.

„უკრაინის მიმართ წაყენებულია კორუფციასთან ბრძოლა, ჩვენთან საუბარია ცალკეული ინსტიტუტის გაძლიერებაზე, მათთან საუბარია მთლიანად ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლაზე. სასამართლო რეფორმა სამივე ქვეყანას აქვს წაყენებული. შესაბამისად იმისა, რომ მათი პირობების სია გაცილებით მოკლეა, საქართველოს სია არის გაცილებით ადვილად შესასრულებელი, თუკი პოლიტიკური ნება იქნება როგორც მთავრობის ისე ოპოზიციის, რადგან ეს მოითხოვს ოპოზიციასთან თანამშრომლობასაც. ამიტომ ვიყავით ჩვენ ასე დარწმუნებულები, რომ საქართველოს კანდიდატობაზე უარს ვერ ეტყოდნენ, ვინაიდან პირობების ჩამონათვალის ზედაპირული წაკითხვაც მოწმობს, რომ საქართველო ბევრად უფრო ახლოსაა კანდიდატობასთან“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე დასკვნა მოამზადა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციას უწევეს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეფასდეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება