fbpx

გიორგი ცუცქირიძე: ის რაც ევროპის ბიზნესასოციაციის ყოფილმა დირექტორმა დევიდ ლიმ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ამ წლის მთავარ სკანდალად

თუ გავითვალისწინებთ, რომ დევიდ ლი მწვავედ აკრიტიკებდა, ზოგ შემთხვევაში კი ღიად ამხელდა ქართული ოპოზიციის ნაწილის, დღეს უკვე ღიად იკითხება იმ კამპანიის მიზანიც, რომელიც ხელების გადაგრეხის ტაქტიკით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ხორციელდება ევროპელი დეპუტატთა ნაწილის მხრიდან, და რომლის მთავარი ამოცანაც, ხელისუფლების ცვლილებაა- ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ეკონომისტი ევროპული ბიზნეს ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელის დევიდ ლის Twitter-ის სტატუსს ეხმიანება, რომელიც კარლ ჰარცელსა და ანდრიუს კუბილიუსს ზეწოლაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უნდა აიძულონ წავიდეს მისთვის წამგებიან დათმობებზე, ან არ უნდა მიენიჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის ახალი ტალღა და ხელისუფლების ცვლილება უკვე რევოლუციური სცენარით უნდა მოჰყვეს, თუმცა ყველაფერს მაინც ხალხის მზაობა გადაწყვეტს.

„ის რაც ევროპის ბიზნეს ასოციაციის ყოფილმა დირექტორმა ბატონმა დევიდ ლიმ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ამ წლის მთავარ სკანდალად. ბატონი ლი ჩვენთვის კარგად ნაცნობ კუბილიუს ბრალდებას უყენებს ზეწოლაში, ბატონ ჰარცელთან ერთად.
მისი განცხადებიდან ვიგებთ, რომ ანდრიუს კუბილიუსმა მიწერა წერილი კარლ ჰარცელს, სადაც ნათქვამი იყო, რომ მას არ ეთანამშრომლა ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან ბატონი დევიდის პოლიტიკური განცხადებების გამო, მაგრამ რაც არანაკლებ საინტერესოა თავად ევროკავშირის ელჩი იბარებს დევიდს და ფაქტობრივად ულტიმატუმს უყენებს, რომ ის აღარ ითანამშრომლებდა ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან თუ იგი არ გადადგებოდა დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან, რაც გახდა კიდევ დევიდ ლის გადადგომის მიზეზი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ დევიდ ლი მწვავედ აკრიტიკებდა, ზოგ შემთხვევაში კი ღიად ამხელდა ქართული ოპოზიციის ნაწილის, აქ პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პოლიტელიტა იგულისხმება, აშკარად დესტრუქციულ ქმედებებს, დღეს უკვე ღიად იკითხება იმ კამპანიის მიზანიც, რომელიც ხელების გადაგრეხის ტაქტიკით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ხორციელდება ევროპელი დეპუტატთა ნაწილის მხრიდან, და რომლის მთავარი ამოცანაც, ხელისუფლების ცვლილებაა.
ამ პოლიტიკის შემადგენელი იყო, ჯერ ევროკავშირის კანდიდატის წევრობის დაბლოკვა, ქართულ ოპოზიციასთან უნისონში, დიდწილად გამოგონილი ბრალდებებით, ხოლო თუნდაც ამ დღეებში დაწესებული 12 პუნქტის შესრულებაზე მათი ე შეფასებები, განსაკუთრებით დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მიმართ, უკვე აშკარად წარმოაჩენს საბოლოო მიზანსაც.
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უნდა აიძულონ წავიდეს მისთვის წამგებიან დათმობებზე, რასაც ხელისუფლების ცვლილებები უკვე უახლოესი არჩევნებით მოჰყვება ან წინააღმდეგ შემთხვევაში არ უნდა მიენიჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის ახალი ტალღა და ხელისუფლების ცვლილება უკვე რევოლუციური სცენარით უნდა მოჰყვეს.
ქართული ოცნება დღეს რეალურად დგას ამ გამოწვევის წინაშე, თუმცა ყველაფერს მაინც ხალხის მზაობა გადაწყვეტს. ქართულმა საზოგადოებამ ვფიქრობ ამ წლებში კარგად გადააფასა წარსულის გაკვეთილები, პოლიტიკურადაც გაიზარდა და არ წამოეგება ამ ახალ სატყუარასაც.
მხოლოდ საგარეო მოთხოვნაზე და საკუთარი მოსახლეობის ინტერესების უარყოფაზე ორიენტირებული ოპოფლანგის განულებული რეიტინგები კი აი რა ის ბოლო კვლევამაც კარგად აჩვენა“- წერს გიორგი ცუცქირიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება