fbpx

გიორგი ჩითარიშვილი:პრემიერს არ პატიობენ, რომ ომში არ ჩავერთეთ!!!!

ვინც მიცნობს, ყველამ იცის რომ პერსონების დიდი ,,მოქომაგე“ არასოდეს ვყოფილვარ. მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილს მხარს ბოლომდე დავუჭერ!!! რატომ? ბევრი საკითხის გამო. თუმცა სულ რომ არაფერი სხვა, მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანა ომს აარიდა!!!! ურაპატრიოტები არ გამომიხტეთ. მიიღებთ პასუხს. ყელში ამოხვედით!!!
ამ კაცმა ქვეყანა ომს აარიდა!!!! ჩვენი შვილები ნანგრევებში არ მოყოლილან და არც არასოდეს მოყვებიან!!!! ჩემი და სხვისი შვილების სახელითაც ვსაუბრობ!!! იმათი შვილების სახელითაც კი, ვინც კიდევ ვერ იაზრებენ რამხელა უბედურებას და კატასტროფას აგვაცილა პრემიერმა.
ასეც შევხედოთ: თუნდაც საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილში(ძირითადად მონაცო ურა პატრიოტების წრეში) პირადი, საკუთარი იმიჯი საძიძგნად გაწირა და საკუთარი ქვეყნის ინტერესები დააყენა წინ.
ზუსტად მაგიტომ ითხოვდნენ მის გადადგომას, რომ ქვეყანა ომში არ ჩართო !!!
დაერქვას სახელი: კი, ზუსტად მაგას არ პატიობენ, რომ ომში არ ჩავერთეთ!!!!
ზუსტად ამას ემსახურებოდა რუსთაველზე გამართული მიტინგებიც!!!!
მოკლედ ადრეც ვთქვი და გავიმეორებ: ძალიან ბევრნი ვართ, ვინც არ ვჩანვართ!!!! სახელმწიფო ინსტიტუტებს ვცემთ პატივს და მაგიტომ პარპაშობთ, რომ არ გივლით და არ გთელავთ!!!
ისე, ქუჩაში რომ თამამად დადიხართ, ისევ ბიძინას და ,,ქართულ ოცნებას“ უმადლოდეთ!!!
ბიძინა ღირსეულად მოგექცათ და ,,არა ისე, როგორც იმსახურებდით“ და შეირგეთ !!!!

ქვეყანას ვერ არევთ, ვერასოდეს, ვერანაირი მცდელობებით, იმიტომ რომ გვახსოვს თქვენი მმართველობა, 7 ნოემბერი, 26 მაისი, 15 ივნისი, დარბეული ტელევიზიები, ჩაცხრილული ბიჭები და სისხლით მორწყული ქუჩები!!!!
არცერთი ნაბიჯი უკან ამ ქვეყნის მტრების, გარეწარი ნაცების წინააღმდეგ!!!- წერს სოციალურ ქსელში სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი, ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ჩითარიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება