fbpx

გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტებთან შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა ზეწოლის შესახებ გააკეთა განცხადება

გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტებთან შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა ზეწოლის შესახებ გააკეთა განცხადება. ნინო ლომჯარიას თქმით, დაკავებული პირებისგან გარკვეული ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მიიღო, თუმცა კონკრეტულად ვის ეხებოდა და ვისი მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა, ამაზე ვერ ისაუბრებს, რადგან დაკავებულებისგან თანხმობა არ აქვს.

“იყო ცალკეული შემთხვევები და ინფორმაცია, რაც მათ მოგვაწოდეს და ეს ჩვენთვის არის საინტერესო და დავიწყებთ სხვადასხვა გარემოებების შესწავლას” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება