fbpx

გიორგი შაქარაშვილის მშობლები სახალხო დამცველს შეხვდნენ და თხოვეს,,მთავარი არხის ,,ბულინგისგან დაცვა

გიორგი შაქარაშვილის მშობლები სახალხო დამცველს შეხვდნენ. ამის შესახებ განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.

.სახალხო დამცველს შეხვდნენ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის მშობლები, დედა და მამა. მეც ვესწრებოდი ამ შეხვედრას. მათ ომბუდსმენთან დააფიქსირეს, რომ გამოძიების მიმართ უნდობლობა არ აქვთ, რომ ელოდებიან საბოლოო შედეგებს და საბოლოო პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებენ. ვგულისხმობ ბრალდებების წარდგენას იმ ადამიანების მიმართ, რომელზეც ცოტა ხნის წინ ოჯახმა გამოხატა პოზიცია. პირველი თხოვნა, რაც ოჯახს სახალხო დამცველის მიმართ აქვთ, ის არის, რომ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი დაიცვას „მთავარი არხის“ მიერ განხორციელებული ბულინგისგან და სისტემური აგრესიისგან. ეს იყო დედის და მამის მთავარი მოთხოვნა“,- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ

გაუზიარე!

Shares