fbpx

გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მაჟორიტარობის კანდიდატი თაყაიშვილის, ფალიაშვილისა და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.

გიორგი ტყემალაძემ ადგილობრივებს ქალაქის სწორი  განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა და ამ მიმართულებით სამომავლოდ განსახორციელებელი გეგმები გააცნო. გარდა ამისა, გიორგი ტყემალაძემ  თბილისში და კერძოდ, ვაკის რაიონში უკვე განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ ისაუბრა და ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნო.

„მოსახლეობას, ყოველდღიურ რეჟიმში, ვაცნობთ იმ მთავარ პრიორიტეტებს, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გვექნება. ვისმენთ მათ მოსაზრებებს, რადგან ყველაზე უკეთ სწორედ მათ იციან, თუ რა საჭიროებები აქვს კონკრეტულ უბანსა თუ ქუჩას. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ მოსახლეობასთან ერთად უნდა დავგეგმოთ ყველა ის პროექტი, რომელიც მომავალში მათ უბანში განხორციელდება, რათა მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ მათი საცხოვრებელი პირობები“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება