fbpx

გიორგი ტყემალაძე აბაშიძის, ტაბიძისა და აბაშელის  ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა

 “თქვენი ჩართულობა და აქტიურობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე უკეთ თქვენ იცით რა ჭირდება თითოეულ უბანს, თუ ქუჩას”- ასე მიმართა “ქართული ოცნების” ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოსახლეობას.

გიორგი ტყემალაძე ადგილობრივებს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ურბანულ და სატრანსპორტო  პოლიტიკაზე, ასევე  გარემოს დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა.

მისი თქმით, ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის მერიამ და საკრებულომ მიიღო, დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

“ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია დედაქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის მიღება და   სატრანსპორტო რეფორმა. გარდა ამისა,  ვმუშაობთ, გარემოს გაუმჯობესების მიმართულებითაც და თქვენ ხედავთ, რომ თბილისში სულ უფრო მეტი სარეკრეაციო სივრცე ეწყობა. ამ და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებით, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გვაქვს ქალაქის განვითარების სწორი ხედვა. გამარჯვების შემდეგ, თქვენი აქტიური ჩართულობით, ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით გავაგრძელებთ”- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება