ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „საერთაშორისო თანამშრომლობა არჩევნების ადმინისტრირებაში – ციფრული ინოვაცია, შესაძლებლობების განვითარებადა ინსტიტუციური სწავლება“, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ისაუბრა.საერთაშორისო კონფერენცია სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიისორგანიზებით ერევანში გაიმართა და მასში საარჩევნო ორგანოების მსოფლიოასოციაციის (A-WEB) აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნების, ასევე სხვადასხვაქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისწარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. კონფერენციას საქართველოსსაარჩევნო ადმინისტრაციიდან ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი და წევრები გიორგი ძაგანია და არჩილ ანასაშვილი დაესწრნენ.მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს პანელურ დისკუსიაში სესიაზე „შესაძლებლობებისგანვითარება და ინსტიტუციური თანამშრომლობა“, სადაც გიორგი კალანდარიშვილმა,როგორც მთავარმა მომხსენებელმა, პრეზენტაცია წარადგინა და საარჩევნო სისტემებისგაძლიერებაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.კონფერენციის მონაწილეებმა ასევე განიხილეს არაერთი მნიშვნელოვანი საარჩევნოსაკითხი. მათ შორის, კონფერენციის ერთ-ერთი სესია დაეთმო ციფრულტრანსფორმაციას არჩევნების ადმინისტრირებაში. განიხილეს ის ციფრულიინსტრუმენტები და ტექნოლოგიური საშუალებები, რომლებიც მონაწილე ქვეყნებმადანერგეს საარჩევნო სისტემებში, ისაუბრეს მათი გამოყენების შესაძლებლობებსა დაგამოწვევებზე.ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები სომხეთში დაგეგმილი არჩევნებისსამზადისსაც გაეცნენ. სომხეთის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებისგან მიიღესინფორმაცია და განიხილეს არჩევნების ადმინისტრირების საკითხები.საქართველოს ცესკოს დელეგაციამ შეხვედრები ამავდროულად გამართა სხვადასხვაქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციების წინაშე არსებული გამოწვევები, საჭიროებები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.საერთაშორისო კონფერენცია ერევანში 25 მარტს გაიმართა.