2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილება, ჟურნალისტმა გიორგი იაკობაშვილმა ისაუბრა. გიორგი იაკობაშვილის განცხადებით, „პრესა.ჯი“ „კავკასუს ონლაინის“ სხვა ქონებებთან ერთად გადაეცა გიორგი კაპანაძეს, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო წევრია. „გადაეცა „კავკასუს ონლაინი“ ამას მიჰყვა ის საიტები, რომლებიც ჩამოვთვალე, ამას მიჰყვა „პრესა.ჯი-ს“ დომენიც, რომელიც იყო ჩემი. უკვე შემდეგ გავიგე, რომ იქედან მოთხოვნა იყო, რომ „პრესა.ჯი“ მე არ უნდა დამბრუნებოდა და უნდა წასულიყო მათკენ. ასეც მოხდა საბოლოოდ, დამთავრდა 2010 წლის 19 დეკემბერს ჩვენ საბოლოოდ დავტოვეთ „პრესა.ჯი“ ბოლო სტატია გამოვაქვეყნეთ, სათაურით „„პრესა.ჯის“ გამოქვაბულის ადამიანები დაეპატრონნენ“. მართლაც გამოქვაბულის ადამიანები იყვნენ ვინც დაეპატრონნენ, გადაეცა გიორგი კაპანაძეს, რომელიც არის დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო წევრი“,-განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა. იაკობაშვილის თქმით, ყველამ უარი უთხრა ბრიფინგისთვის სივრცის დათმობაზე. ერთი დათანხმდა და იმანაც 300 დოლარი მოსთხოვა „კოლეგებს“. ვინც უარი უთხრა და ვინც თანხა მოსთხოვა, ყველანი ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები არიან, როგორიც „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა“ „ჩვენ, რა თქმა უნდა, რამდენიმე დღეში ბრიფინგი გავაკეთეთ, რომ ეს საზოგადოებისთვის გვეცნობებინა, ყველამ უარი გვითხრა, რომ ბრიფინგისთვის დაეთმოთ ჩვენთვის სივრცე. მხოლოდ ერთი დათანხმდა და იმანაც 300 დოლარი მოგვთხოვა 1 საათში „კოლეგებს“. ვინც უარი გვითხრა და ვინც თანხა მოგვთხოვა ყველანი არიანი ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, როგორიც არის „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია““,- განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.