fbpx

გიორგი ვოლსკი: ტექნიკური მთავრობის თემა ქაოსისა და დესტაბილიზაციის წინაპირობაა – ეს „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგიდან არ გამქრალა

ტექნიკური მთავრობის თემა ქაოსისა და დესტაბილიზაციის წინაპირობაა და ეს „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგიდან არ გამქრალა, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„რატომ ილაპარაკეს შავ ხვრელებზე? რა სიტუაცია ჩანს რეგიონში, უფრო ფართო პერსპექტივაში – კალინინგრადში სარკინიგზო მიმოსვლის შეზღუდვა ხდება. სერიოზული დაძაბულობა შეიძლება მიიღოს ლიეტუვის მიმართულებამ, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრი ქვეყანაა. ეს უშველებელი პრობლემაა. იგივე თემაზეა ლაპარაკი ჩვენთან, როცა მოითხოვენ, რომ გადავკეტოთ სატრანზიტო მიმოსვლა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს და წინაპირობები შევუქმნათ ძალისმიერ მეთოდებს. მეორე ფრონტის და ომის დაწყების იდეა არ გამქრალა. ეს დღის წესრიგშია და ამას ემატება უკრაინის ძალიან მკაცრი მოთხოვნა დასავლეთის ქვეყნების მიმართ. პირდაპირ უთხრეს, რომ ჩვენს სისხლში გირევიათ ხელი, ვინაიდან ცა არ ჩაკეტეთო. შესრულებადი საკითხები, რომელიც ჩამონათვალში გვაქვს, არ ითვალისწინებს ამ პრობლემებს. „ქართულ ოცნებას“ ლომის წილი ეკუთვნის იმაში, რომ ევროპულ პერსპექტივას ხედავს ამდენი ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ უსასტიკესი, არაევროპული მართვის ისტორია გამოვიარეთ და ამდენი გამწარებული ოჯახი არის ქვეყანაში“, – აცხადებს ვოლსკი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება