fbpx

გიორგი ვოლსკი პრეზიდენტის გამოსვლაზე: ქვეყანას, მსოფლიოს საფრთხე ემუქრება – ამ თემაზეა საუბარი საჭირო და არა იმაზე, მდინარაძე და დეკანოიძე რომ ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ

რაზეც საუბარი იყო – ერთობა, ერთობლივი ძალისხმევა, შეხედულებები, ეს ყველაფერი არის პრიმიტივიზმისკენ სვლა, რომ თითქოს ჩვენს სტაბილურობას ამ ომის ვითარებაში განაპირობებს ის, ვიქნებით თუ არა „ნაცმოძრაობასთან“ ერთობლივი პოზიციით და „ძალა ერთობაშია“-ს ლოზუნგით ვივლით თუ არა. არ არის ეს ასე. საკითხი სხვა რამეშია. პრობლემა სხვაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა. მან შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ორგანოში გაკეთებული განცხადებები.

„ამ ომის ვითარებაში, დერეფანი გვეხსნება და მოდი მე წავალ და ველაპარაკები ჩემ მეგობრებს ოფიციალური ვიზიტით და აქედან გამომდინარე ჩვენ ევროპული პერსპექტივა გაგვეხსნება – არ არის სწორი მიდგომა, თორემ მე ქალბატონი სალომეს არც პატრიოტიზმში მეპარება ეჭვი, არც მის განათლებასა თუ „ბექგრაუნდში“. ვთქვათ და ევროკავშირს სხვა პოზიცია აღმოაჩნდა ამ თემაზე, რამდენადაა მზად ევროკავშირი თვითონ გასცეს იმ მოთხოვნაზე ადეკვატური პასუხი, რაც ჩვენ გვაქვს. ეს არის ეკონომიკური, უსაფრთხოების და სოციალური გარანტიების თემა. ასეთ დროს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტით გაგზავნა, რომელიც აბსოლუტურად არანაირ კონსულტაციებს შენთან არ ატარებს, ეს იქნება აბსოლუტურად დამაზიანებელი პრეზიდენტის და ქვეყნის ავტორიტეტისთვის, თუ ისინი სხვა პოზიციას გამოხატავენ.

მოდით ერთი ეპიზოდი გავაანალიზოთ ამ გამოსვლისა. საქართველო სერიოზულად დაზარალებული ოკუპირებული ტერიტორიებით, აქვე ახლოს ჩვენს მთავარ მაგისტრალებთან შეიარაღებით და ბაზით, მილგაყვანილობის გარკვეული ნაწილის ოკუპირებით, ამდენი ხალხით რუსეთის ფედერაციაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ფონზე, შენ მაინც მიდიხარ მიმართულებით, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში შეგაქვს განაცხადი; გაეროს რეზოლუციის თანაავტორი ხარ, ჰააგას იგებ, სტრასბურგი მოიგე და ამას ყველაფერს ამერიკელი კონგრესმენები აფასებენ მოქმედებებს, რომელსაც ტაში ეკუთვნის და შენ ამ დროს ამბობ, რომ „ნაცებთან“ ერთობა თუ არ გაქვს, წარმატებული ვერ იქნები. რეალურად ამაში უშველებელი რესურსია ჩადებული. ბუნდოვანი მხარდაჭერა კი არა, უნდა გააანალიზო, ეს ყველაფერი ნიშნავს თუ არა უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ქვეყანას საფრთხე ემუქრება და არამარტო სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით, მსოფლიოს საფრთხე ემუქრება, შეიძლება ბირთვული ომი დაიწყოს. უტრირებას ვაკეთებ, ღმერთმა ქნას უტრირებული იყოს. მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობა, ფასების ზრდა მთელს მსოფლიოში… ევროპა დამოკიდებულია რუსეთზე, უახლოესი ხუთი წელი დამოკიდებული იქნება მის ენერგორესურსებზე. ამ თემაზეა საუბარი საჭირო და არა იმაზე, მამუკა მდინარაძე და ხატია დეკანოიძე ან ბეჟაშვილი, თუ როგორ ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება