fbpx

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: მილიონები დახარჯეს იმაში, რომ პოლარიზაციის რეჟიმი შენარჩუნებულიყო

[ოპოზიციამ] მილიონები დახარჯეს იმაში, რომ პოლარიზაციის რეჟიმი შენარჩუნებულიყო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ფორმატი ყოფილიყო ყველასთვის ტრანსპარენტული, ხელმისაწვდომი. [ოპოზიციამ] მილიონები დახარჯეს იმაში, რომ პოლარიზაციის რეჟიმი შენარჩუნებულიყო. დღემდე სწორედაც ეს არის მთავარი სტრატეგიული გეგმა, რომელიც ოპოზიციურ ფლანგზე გააჩნიათ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებამდე ორი კვირა რჩება. ხელისუფლებას, მის მიერ გაწეული სამუშაოებისა და ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ისინი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მტკიცე ნაბიჯებით სვლას გააგრძელებენ. ამ პროცესში ოპოზიცია კი ისევ სკეპტიციზმს ავლენს და ისევ ამტკიცებს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციებს არ ასრულებს. ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ „ქართულ ოცნებას“ სტატუსი არ უნდა. საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპოზიციის იმ ქმედებებს იხსენებენ, რომლებიც მიმართულია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება