fbpx

გიორგი ვოლსკი: დარწმუნებული ვარ, რომ ევროსაბჭო სიღრმისეულად გააანალიზებს იმ რეალობას, რომელიც შეიქმნა საქართველოს გარშემო და ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს

საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრები საუბრობენ. მიუხედავად ევროპარლამენტარების კრიტიკისა, „ქართულ ოცნებაში“ თვლიან, რომ საქართველოს ბოლო წლებში განხორციელებული პროგრესიდან გამომდინარე, კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა გააჩნია.

„დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელები, ევროსაბჭო სიღრმისეულად გააანალიზებენ იმ რეალობას, რომელიც შეიქმნა საქართველოს გარშემო, იმ საფრთხეებს, რომელიც მას ემუქრება, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ საქართველოს“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება