fbpx

გიორგი ვოლსკი: არავის გაგიკვირდეთ, რომ იმ პოლიტიკურ ძალას უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება, რომელმაც აჩვენა, რომ ეკონომიკის ზრდა და უშველებელი სოციალური პაკეტის შექმნაც შესაძლებელი ყოფილა

როდესაც ოპოზიციას რესურსი არ გააჩნია, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვოს, ამ შემთხვევაში დესტრუქციული პროცესების განვითარება მთავარი სამოქმედო გეგმა იქნება. ეს არავის დაუმალავს, მათ შორის არც ოპოზიციის მხრიდანაც, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ის მიტინგები გავიხსენოთ, სადაც მთავრობის გადაგდებას, ტექნიკური მთავრობის შექმნასა და უამრავ სხვა ისეთ თემებს მოითხოვდნენ და წარმოაჩენდნენ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის არა თუ ნდობა დაკარგეს, არამედ ნეგატიური რენომე შეიძინეს ისეთი, რომელსაც ვერანაირად ჩამოირეცხავენ ისევე, როგორც წარსულის ცოდვებს,

არავის გაგიკვირდეთ, რომ უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც აჩვენა, რომ ეკონომიკის ზრდაც შესაძლებელი ყოფილა და უშველებელი სოციალური პაკეტის შექმნაც შესაძლებელი ყოფილა. აქედან გამომდინარე ლოგიკური დასკვნა ერთია – რომ ოპოზიცია გააგრძელებს იმავე გზით სიარულს, რაც ახლახან ვიხილეთ“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება