fbpx

გიორგი გახარია, შარვალკოსტუმში, იდგა ზღვაში და “მაინა” და “ვირას” ძახილით ამხნევებდა კაბელშიკებს-დავით კალანდია

დავით კალანდია სოციალურ ქსელში პარტია ,,საქართველოსთვის,, წევრის ნათია მეზვრიშვილის პოსტს ეხმაურება-

ნათია მეზვრიშვილი – შავ ზღვაში ელექტროენერგიის კაბელი არ არის ღარიბაშვილის ან „ოცნების“ დამსახურება

* * *

-აბა ვისი დამსახურებაა, ქალბატონო ნათია? გვითხარით, ნუ გვტანჯავთ.

– ეს პირადად გიორგი გახარიას დამსახურებაა!

-ვაააა, და გახარია განა ოცნება არაა?

რაო??? თქვენ უკაცრავად და შიგნით ხომ არ გაქვთ?

– შიგნით არ მაქვს, გარეთ მაქვს ერთი ქოხმახი, ორი საქათმე და ერთი ჭა. შიგნით კი ჯანსაღი კუჭი და დიდი გული მაქვს…

– ნუ მეტლიკინებით. მშვენივრად გაიგეთ რაც ვიგულისხმე. გახარია როგორც წამოვიდა ოცნებიდან, მაშინ დავიწყეთ ჩვენ, მე და გახომ აზერბაიჯანთან და რუმინეთთან მოლაპარაკება. და მოვილაპარაკეთ. აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს კარალიოკი, რუმინეთიდან ბენგალური შუშხუნა.

– მართლა?

-ტყუილა. და ეს პირველი ნაბიჯი იყო ელექტროკაბელის გაყვანისა. უნდა გენახათ, ზაფხულში, გიორგი გახარია, შარვალკოსტუმში, იდგა ზღვაში და “მაინა” და “ვირას” ძახილით ამხნევებდა კაბელშიკებს… მეკაბლებს… კაბელოსნებს, ფუი, ამის დედის მამა, როგორ არის კაბელშიკი ქართულად?

-მეკაბელე.

-ჰო, მეკაბელეებს ამხნევებდა და პირადად, საკუთარი სანტიმეტრით ზომავდა კაბელის სისქეს. ასე რომ…მადლობა გიორგი გახარიას ჩვენი ბედნიერი ბავშვობისთვის

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება