fbpx

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ხობის საკრებულოში ფრაქცია დაეშალა

ყოფილი პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია დაეშალა. ფრაქციის „ხობი საქართველოსთვის“ ოთხი წევრიდან ორმა წევრმა – ნუგზარ შუშანიამ და მაკა ჩარტიამ პარტია და, შესაბამისად, ფრაქცია დატოვეს. საკრებულოში ფრაქციის შესაქმნელად, სამი დეპუტატია საჭირო, ყოფილი პრემიერის პარტიას კი მხოლოდ 2 დეპუტატი დარჩა.

„ვტოვებ, პარტია საქართველოსთვის და ხობის ამავე სახელწოდების ფრაქციას. მიზეზი გიორგი გახარიასა და მისი გუნდი ბოლოდროინდელი განცხადებები და ქმედებებია, რომელიც ფაქტიურად ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს, მეტიც, ავსებს „ნაცმოძრაობას“ და ეხმარება მას. ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა „“ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს, პირადად მე და ჩემი ოჯახი მათგან არაერთი ზეწოლის, დაშინებისა და გატაცების ობიექტიც კი ვიყავით – არაფერი მესაქმება პოლიტიკოსების იმ ჯგუფთან, რომელმაც ქვეყნის ინტერესები, საკუთარი ღირსება გაყიდა და შეუერთდა პარტიას, რომელიც ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ უბედურებსთან, ქვეყნის ღალატთან და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან ასოცირდება“, – განაცხადა ხობის საკრებულოს წევრმა და ფრაქცია „ხობი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ ნუგზარ შუშანიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება