გიორგი გამსახურდია: სულმნათი ბადრი პატარკაციშვილის სახელი მომესმა მედიასივრცეში, ირაკლი რუხაძე ახსენებდა და ეგრევე გამახსენდა ავადმყოფი “ნაცები” როგორ ერთხმად ამაყობდნენ, ბადრი ჩვენ მოვკალითო – ამ ყველაფრის შემომქმედებს, დღესაც დემოკრატებად ნათლავენ “დიფ სთეითის” ნარჩენები

დღეს, სულმნათი ბადრი პატარკაციშვილის სახელი მომესმა მედიასივრცეში, ირაკლი ახსენებდა რუხაძე და ეგრევე გამახსენდა, ავადმყოფი ნაცები, როგორ ერთხმად ამაყობდნენ ბადრი ჩვენ მოვკალითო, – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ის იხსენებს ბორის ბერეზოვსკის ნათქვამს, რომელიც აცხადებდა, რომ სააკაშვილი და მისი ხალხი ბევრ რამეზე იყვნენ წამსვლელები.

“შუა ლონდონში, ბრიტანული სამსახურების ნებართვის გარეშე, კაცი ჩაწერეს, მერე ეს მასალა დაუმონტაჟეს, მაგის შემოქმედს გენერლობა მიცეს და ამ უკანასკნელს, შუშის სარკოფაგში, კაბინეტში, ბადრისთან შეხვედრისას, რომელი ფეხსაცმელიც ეცვა, ის ქონდა გამოფენილი თავის კაბინეტში. ამ ყველაფრის შემომქმედებს, დღესაც დემოკრატებად ნათლავენ, “დიფ სთეითის” ნარჩენები.
P.S. ბორის ბერეზოვსკიზე გამახსენდა, მქონდა მეც ურთიერთობა და სულ მეუბნებოდა, შენ კიდევ არ იცი, სააკაშვილი და მისი ხალხი, რაზე არიან წამსვლელებიო,” – წერს გამსახურდია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება