fbpx

გიორგი ბადრიძე – ჩვენი დასავლელი პარტნიორების დიდი ნაწილი, დღეს ბევრი ნანობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას, რაც, როგორც ვიხილეთ, დიდი შეცდომა აღმოჩნდა

ჩვენი დასავლელი პარტნიორების დიდი ნაწილი, დღეს ბევრი ნანობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას, რაც, როგორც ვიხილეთ, დიდი შეცდომა აღმოჩნდა – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში „რონდელის ფონდის“ უფროსმა ანალიტიკოსმა გიორგი ბადრიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქალბატონი შაჰინი იყო ერთ ერთი ფიზიკური მონაწილე, აქ იყო ჩამოსული იმისთვის, რომ უზრუნველეყო დემოკრატიული გარდამავალი პერიოდი.

„ბატონი თალაკვაძე იმდენად ახალგაზრდა არ არის, რომ არ ახსოვდეს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები გულწრფელად მიესალმნენ 2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას, არა უბრალოდ მიესალმნენ, არამედ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გარდამავალი პერიოდი ყოფილიყო უპრობლემო, დემოკრატიული. აქტიურად იმუშავეს მათ შორის წინა ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ ძალაუფლების გადაბარება მომხდარიყო მშვიდობიანად და დემოკრატიულად, რაშიც წინა ხელისუფლებამ ითანამშრომლა, ესეც ავიწყდება ბატონ თალაკვაძეს.
დიახ, არა მარტო იყო სხვადასხვა სახის შენიშვნები და დემარშები იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც თალაკვაძეს არ ახსოვს, არამედ აქტიურად გულშემატკივრობდა, რასაც დღეს ბევრი ნანობს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას, რაც, როგორც ვიხილეთ, დიდი შეცდომა აღმოჩნდა.
ქალბატონი შაჰინი, რომელსაც მერე უცენზურო, უწმაწური სიტყვებით ლანძღავდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, იყო ერთ ერთი ფიზიკური მონაწილე, აქ იყო ჩამოსული იმისთვის, რომ უზრუნველეყო დემოკრატიული გარდამავალი პერიოდი. რა მოკლე მეხსიერება ჰქონია, მაგრამ როდესაც შენ ემსახურები არა შენს ქვეყანას, არამედ ემსახურები ოლიგარქის, ერთი მბრძანებლის ინტერესებს, როგორც გიბრძანებენ, ისე ლაპარაკობ“ – განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება