საქართველოს თავდაცვის უწყების გუნდებს შორის საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი
ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატმა „3X3 კალათბურთში“ სტარტი აიღო. ტურნირში სულ 19
გუნდი მონაწილეობს, მათ შორის ორი გუნდი – სამოქალაქო ოფისიდან.
ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში მიმდინარეობს, რომლის
შედეგადაც სტრუქტურული ერთეულების პირველადგილოსანი გუნდები გამოვლინდებიან.
საფინალო ეტაპზე გადასული საუკეთესო გუნდები 5 და 6 აგვისტოს ქუთაისში იასპარეზებენ.
გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა, ხოლო
საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.
ფინალურ ღონისძიებაზე დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის
პარაკალათბურთში საჩვენებელი თამაშიც გაიმართება.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის „3X3 კალათბურთში“ ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის
ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, ყოველ წელს
ტარდება.