fbpx

გილოცავთ ერეკლეობას – სახელოვანი მეფის, ერეკლე II-ის დაბადების დღისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულს-ირაკლი ღარიბაშვილი

გილოცავთ ერეკლეობას – სახელოვანი მეფის, ერეკლე II-ის დაბადების დღისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამშობლოს წინაშე გამორჩეული მეფის უდიდეს ღვაწლს მადლიერი ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს.

„ერეკლე II იყო ბრწყინვალე სამხედრო სტრატეგი და შეუპოვარი მებრძოლი, თავისი ეპოქის განთქმული პოლიტიკოსი და რეფორმატორი. მის სახელს უკავშირდება საქართველოს გაერთიანებისა და მოდერნიზაციისკენ მიმართული, ცოდნასა და განათლებაზე დაფუძნებული რეფორმები, მრეწველობისა და კულტურის განვითარება – პირველი ფაბრიკებისა და ქარხნების გაჩენა, სამთამადნო წარმოების დაწყება, სასულიერო სემინარიებისა და სკოლების, საერო თეატრის დაარსება.

სამშობლოს წინაშე გამორჩეული მეფის უდიდეს ღვაწლს მადლიერი ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება