fbpx

გივი მოდებაძე:  მადლობა „ქართულ ოცნებას“  ნდობისა და  შესაძლებლობისთვის, რომ კვლავ მომეცა შანსი, გავაკეთოთ ბევრი კარგი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის

,,დიდი მადლობა „ქართულ ოცნებას“  ნდობისა და  შესაძლებლობისთვის, რომ კვლავ მომეცა შანსი გავაკეთოთ ბევრი კარგი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ ჭიათურის მერობის  კანდიდატმა გივი მოდებაძემ წარდგენაზე.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, წლების განმავლობაში ჭიათურაში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ქალაქს აქვს  24 საათიანი წყალმომარაგება

,,ბევრ მნიშვნელოვან პროექტზე გვქონდა საუბარი,  თუმცა, მინდა, გამოვყო, რომ ჭიათურას დღეს  აქვს 24 საათიანი წყალმომარაგება, აშენდა  რამდენიმე ახალი სკოლა და ბაღი, დაიგო დაახლოებით, 120 კილომეტრზე მეტი ასფალტ-ბეტონის საფარი, გაკეთდა ძალიან ბევრი სკვერი. ეს პროექტები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის დამსახურებაა.  დღეს პრემიერ-მინისტრთან ერთად  დავათვალიერებთ  თანამედროვე, გონდოლებიან საბაგირო გზას, რომელიც   დაახლოებით 10 დღეა გაიხსნა და 20 000-ზე მეტი ვიზიტორი უკვე იმყოფებოდა. ჩვენს ქალაქში ბევრი საბაგირო გზაა და საუბარია მათ განვითარებაზე. უკვე მიღებულია  გადაწყვეტილება და უახლოეს დღეებში დაიწყება ე.წ „მშვიდობისა“ და „25-ის“ მიმართულებით ისტორიული საბაგირო გზის რეაბილიტაცია.  მადლობა მინდა გადაუხადო „ჯორჯიან მანგანეზს“, რომელიც  ყველა იმ სასიცოცხლო პროექტშია ჩართული, რომელიც ამ ბოლო დროს  ქალაქში ხორციელდება. ცენტრალური ხელისუფლების, „ჯორჯიან მანგანეზის“, ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით  ძალიან ბევრ რამ გაკეთდა  ამ ქალაქის განვითარებისთვის.

წარმოგიდგინოთ გუნდს, რომელიც ჭიათურის მომავლისთვის იზრუნებს,  საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებს: ალექსანდრე ციცქიშვილი, გელა ბუზალაძე, დავით ყიფშიძე, რომა მუმლაძე, ირაკლი მერმანიშვილი, გიორგი დემეტრაშვილი, ზაზა ჯოხაძე, გიორგი ვაშაძე,  გიორგი ვაშაძე, გელა გელაშვილი, ვახტანგ ცუცქირიძე, ოლეგ კობიაშვილი, ემზარ მიქაცაძე ‘’ – განაცხადა გივი მოდებაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება