fbpx

გივი მიქანაძე დეპოლარიზაციაზე: მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ოპოზიციამ გარკვეული კონსტრუქციულობა გამოიჩინოს – ჩვენ თანამშრომლობისთვის მზად ვართ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე, დეპოლარიზაციის საკითხზე საუბრისას, ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ კონსტრუქციულობა გამოიჩინოს. მისი განცხადებით, მმართველი გუნდი თანამშრომლობისთვის მზადაა.

„ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ოპოზიციამ, პირველ რიგში, დეპოლარიზაციის კუთხით, გარკვეული კონსტრუქციულობა გამოიჩინოს. როგორც კი მათი მხრიდან გადაიდგმება ნაბიჯები, რომლებიც, რეალურად, თანამშრომლობისთვის ჯანსაღ გარემოს შექმნის, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება