fbpx

გია ხუხაშვილმა თვეში ხუთი ათასი დოლარი მომთხოვა -მირიან ყარაულაშვილი

ანალიტიკოსი მირინ ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში წერს-

2003 წლის ზაფხული. სულ ერთი თვის დანიშნული ვარ საქრთველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ…… მდივან-თანაშემწე შემოვიდა და : – ხუხაშვილი რეკავს ქალაქის ტელეფონზე, თქვენთან შეხვედრას თხოულობს და რა ვუპასუხოვო…პირველივე ადამიანი ამ გვარის გაგონებაზე ღვაწლმოსილი კაცი, სპორტული კომენტატორი ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი გამახსენდა… ბევრი არც მიფიქრია – რა თქმა უნდა მოვიდეს მეთქი, და რაღაც დაგეგმილი შეხვედრაც კი გადავდე …. დადგა დანიშნული დრო და მდივანი აღებს კარს და შემოჰყავს ხუხაშვილი, ოღონდ არა ბატონი ჯამლეტი, არამედ გიორგი, გია ხუხაშვილი…საშინლად არ მესიამოვნა და უცბად დავიწყე ფიქრი – როგორ მოვახერხო ამისგან სასწრაფოდ განთავისუფლება თქო…- რამოდენიმე თვის გამოგდებული ჰყავდათ ნავთობის დარგის მაშინდელ ექსპორტიორებს ანალოგიური დასახელების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორობიდან : როგორც წესი , ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე გაძვირებისას სხვადასხვა მოტივით ამართლებდა ხოლმე ამ პროცესს პრესისა და ტელევიზია-რადიოს მაშინდელი რესურსების 100%-ში – ეგ იყო მაგის მოვალეობა იმ თანამდებობაზე. როგორ ახერხებდა ამას ხუხაშვილი – ალბათ, დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. … შემოვიდა , ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს, დაჯდა, მომილოცა , ამინდზე ორი სიტყვა თქვა, კონდიციონერის არარსებობა გააპროტესტა , ცოტა დამცინა კიდეც ამ სიცხეში რომ ვიჯექი მის გარეშე.ბევრი რომ არ გავაგრძელო, საუბრის დაწყებიდან მეხუთე-მეშვიდე წუთზე მეუბნება:- თქვენ ეხლა მუშაობთ საქრთველოს ერთ-ერთ სახელგატეხილ ორგანიზაციაში, სხვადასხვა კვლევების მიხედვით ქვეყნის ყველაზე კორუმპირებული უწყების ერთ-ერთ ხელმძღვანელად. არც თქვენ და არც დეპარტამენტის თავმჯდომარეს ( დავით თარხან-მოურავი იგულისხმა) საზოგადოება არ გიცნობთ, მაგრამ მოსალოდნელია რომ ძალიან მალე დაიწყება თქვენი კრიტიკა და ლანძღვა-გინება ოპოზიციის, უკმაყოფილო მოქალაქეების, ხელმოცარული ბიზნესის და ბიზნესმენების მხრიდან…მომეცით თვეში ხუთი ათასი დოლარი და თქვენს შესახებ პრესა და ტელევიზია – რადიო მხოლოდ დადებითს ილაპარაკებს და უფრო მეტიც – რასაც თქვენ ისურვებთ, იმას იტყვის !!! ეს ჩემი პროფესიაა და მე კი ამ საქმის პროფესიონალი ვარ!… წარმოვიდგინე ეს თანხა, წარმოვიდგინე ჩემი ლანძღვა-გინება პრესასა და ტელევიზიაში, მერე ჩვენი ქება -დიდება და უფრო ცუდ ხასიათზე დავდექი … – თვეში ათასი დოლარი მომეცი და რაცა ხართ, ზუსტად მხოლოდ იმას ვალაპარაკებ პრესას, ტელევიზიას და ჩვენს , საბაჟო დეარტამენტის პრეს-სამსახურს მეთქი!!!არ გამომიგდია ოთახიდან, მაგრამ არც ზედ გადავყოლივარ- მაშინვე წავიდა ჩუმი ლანძღვა-გინებით … ზუსტად ერთ კვირაში რომელიღაც არხზე მაშინდელი ოპოზიციის მთავარ ლიდერს ჟვანიას ადიდებდა და ცაში აჰყავდა!!ვერ მოასწრო ჩვენზე ამ უარისთვის შუარისძიება- სამ თვეში ე.წ. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ორივემ დავტოვეთ თანამდებობები-მეც და დათომაც – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ, კრიმინალ ბურჯანაძეს ხელმძღვანელობით მუშაობაზე უარი ვთქვით საჯაროდ. … ჟვანიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნისთანავე დაიწყო მისი ქება -დიდება პრესა-ტელევიზიით… რკინიგზის დეპარტამენტის სამეთვალყურეო საბჭოშიც გაამწესა მანვე.ჟვანიას ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ ბადრი პატარკაციშვილთან გადაინაცვლა – დარწმუნებული ვარ, ბადრისთან თვეში ხუთი ათასს არ დასჯერდებოდა!!!ბადრის გარდაცვალების შემდეგ სააკაშვილის კეთილგანწყობა მიიღო – კონსულტაციებზე ეჯდა ხოლმე ავლაბრის ახლადაშენებულ სასახლეში ოპოზიციის სახელით მისული…ბიძინა ივანიშვილთანაც ზუსტად იმ დროს გაჩნდა, როცა საჭირო იყო !!!გაჩნდა და მიიღო მისაღები, დარწმუნებული ვარ… ამის შემდეგ როგორც “მოღვაწეობს” – კი ხედავს საზოგადოება, თუ ბრმა და ყრუ არ არის…აი, ამ ბეგრაუნდის არსებას რატომ უთმობენ ამდენ დროს ეს ტელევიზიები, ელექტრონული თუ ნაბეჭდი პრესის საშუალებები , მიუხედავად ჩემი ზემოთ მონაყოლისა – კიდევ ვერ გამიგია!!!

🙂

რაღა დროს ხუხაა, ბიჯო, რაღა დროს ხუხააა????

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება