fbpx

გია ხუხაშვილი თეა წულუკიანზე – მორალზე საერთოდ წარმოდგენა არ აქვს

ექსპერტ გია ხუხაშვილისნ   განცხადებით, იუსტიციის ყოფილ მინისტრს  თეა წულუკიანს  მორალზე წარმოდგენა საერთოდ არ აქვს. ამის შესახებ ხუხაშვილმა ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, რითაც წულუკიანის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილური ტელეფონის ნომრის გამოცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, წულუკიანმა  თავისნაირი მანკიერი, ამორალური მართლმსაჯულება ააშენა და ახლა კულტურას და განათლებასაც ფსკერზე დაიყვანს.

“დღის განმავლობაში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ეჭვი შემეპარა საერთოდ ღირს, თუ არა, ამ პარლამენტის მუშაობა. ყველაფერი დაიწყო კობახიძის, ერთი მხრივ, კონსტრუქციულობანას თამაშით და მეორე მხრივ, ნიშნის მოგებით. ანუ ფაქტობრივად, ლაიტმოტივი ცინიკური გასდევდა“, – განაცხადა მან.

„იუსტიციის მინისტრი იყავი, ეს ქალი მართლმსაჯულების გარანტი იყო, რომ გამოდიხარ ოპონენტის ნომერს საჯაროდ ამბობ, რაც არ უნდა ცუდი და საზიზღარი იყოს, როდესაც ასეთი პოლარიზაციაა საზოგადოებაში და ფაქტობრივად მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნი, ხომ გასაგებია?! რა მართლმსაჯულება ააშენა ამ ქალმა?! თავისნაირი მანკიერი, ამორალური აბსოლუტურად. ადამიანს მორალზე საერთოდ წარმოდგენა არა აქვს. აი, ასეთი იუსტიციის მინისტრი გვყავდა! ახლა კულტურასა და განათლებასაც ფსკერზე დაიყვანს”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გამოაცხადა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება