fbpx

გია ხუხაშვილი: გახარია, რომელიც „ჭაობის კაბინეტს“ მთლიანად ქაჩავს, ყველა ოპოზიციურ ლიდერზე ბევრად ადექვატურად გამოიყურება

“პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტის, გია ხუხაშვილის შეფასებით, NDI -ის მიერ დღეს გამოქვეყნებული შედეგები კანონზომიერია. ამის შესახებ გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში Facebook წერს: ჩემის აზრით, კვლევის შედეგები კანონზომიერია.
ოპოზიცია არ წარმოადგენს არანაირ პოზიტიურ დღის წესრიგს იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც დღეს სიკვდილის და შიმშილის შიშით სავსე ადამიანებს აწუხებთ. ის მხოლოდ არც თუ დამაჯერებელი კუნთების თამაშით არის დაკავებული და კიდევ უფრო ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს. ეს მაშინ, როდესაც მთავრობა რაღაცას მაინც ფაფხურობს ამ პრობლემებთან დაკავშირებით. კერძოდ გახარია, რომელიც “ჭაობის კაბინეტს” მთლიანად ქაჩავს. ის ობიექტურად ყველა ოპოზიციურ ლიდერზე ბევრად უფრო ადექვატურად გამოიყურება. ასევე კანონზომიერია პარლამენტის გაკოტრება, ანუ სრული უფუნქციობა და დელეგიტიმაცია”, – წერს გია ხუხაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება