fbpx

გია ცაგარეიშვილი ნიკა გვარამიაზე – აღიარების შემდეგ ვერ უნდა ბედავდეს სასამართლოზე და მედიაზე ლაპარაკს – ამ ქვეყანაში არ არსებობდა მედია, პარლამენტი, ადამიანის, პატიმრების უფლებები – ის და მისი ავაზაკი მეგობრები მართავდნენ ქვეყანას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ნიკა გვარამია ვერ უნდა ბედავდეს სასამართლოზე და მედიაზე ლაპარაკს მას შემდეგ, რაც აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს იყო გადაცდომები.

„ქვეყანაში არ არსებობდა მედია, ტელევიზიები, პარლამენტი, იმიტომ, რომ ის [გვარამია] და მისი ავაზაკი მეგობრები მართავდნენ ქვეყანას. ასევე არ არსებობდა ადამიანის უფლებები, პატიმრების უფლებები, არ არსებობდა არავითარი თავისუფალი არჩევანი და კიდევ ბევრი რამ. არსებობდა ის და სხვა კრიმინალები და ავაზაკები, რომლებიც მასთან ერთად სულს ხდიდნენ ამ ქვეყანას. ის იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ აღვირახსნილი რეჟიმის – განუცხადა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ნიკა გვარამია პირდაპირ ადეიშვილის დავალებებს ასრულებდა და ვერავითარი ქადაგება და მესამე პირში საუბარი, რომ თურმე ვიღაცები არღვევდნენ, არ გამოვა.

„მედია, ტელევიზიები, პარლამენტი არ არსებობდა ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ის [გვარამია] და მისი ავაზაკი მეგობრები მართავდნენ ქვეყანას. ასევე არ არსებობდა ადამიანის უფლებები, არ არსებობდა პატიმრების უფლებები, არ არსებობდა არავითარი თავისუფალი არჩევანი. კიდევ ბევრი რამ არ არსებობდა. არსებობდა ის და სხვა კრიმინალები და ავაზაკები, რომლებიც მასთან ერთად სულს ხდიდნენ ამ ქვეყანას. ის იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ აღვირახსნილი რეჟიმის.
ძალიან კარგად მახსოვს, ვის დაკრულზე ცეკვავდა და ვის დავალებებს ასრულებდა, თუ როგორ იყო პირდაპირ ადეიშვილთან მიერთებული. ვერავითარი ქადაგება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ისინი, ვიღაცები არღვევდნენ, მესამე პირში საუბარი არ გამოვა. პირველ პირში და საკუთარ თავზე უნდა ისაუბროს. მოინანიოს ყველა ცოდვა და შემდეგ კანონი და ხალხი განსჯის მას, მაგრამ არჩევნებზე შანსი არ ექნება“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება