fbpx

გია ცაგარეიშვილი გიორგი ქადაგიძეზე: ის არის ჩვეულებრივი ყაჩაღი, რომელიც ასრულებდა სააკაშვილის და ადეიშვილის მითითებებს

ეს ადამიანი [გიორგი ქადაგიძე] ახლა სადღაც ლექციებს კითხულობს თურმე. მინდა სტუდენტებსაც მივმართო: ახალგაზრდა მეგობრებო, თქვენ რომ ახლა ამ პროფესორს უსმენთ, ის არის ჩვეულებრივი ყაჩაღი, რომელიც ასრულებდა სააკაშვილის და ადეიშვილის მითითებებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

საინტერესო ფიგურა გამოჩნდა ბატონი გიორგი ქადაგიძის სახით. ეს ადამიანი არის ოფიციალური ზონდერ ბანკირი, რომელმაც ბადრი პატარკაციშვილის კორსტანდარტბანკი და ბიძინა ივანიშვილის ქართუ ბანკი გააკოტრა – ჯერ ერთი, მერე მეორე. ის გახლდათ რომან გოცირიძის მოადგილე, შემდეგ ბატონი რომანი გააძევეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობიდან და ეს ბატონი გახდა პრეზიდენტი. ეს არის ადამიანი, რომელიც პროკურატურაში საფინანსო განყოფილების უფროსად მიიყვანა რევოლუციის შემდგომ პირველ წლებში ადეიშვილმა, ეს ის წლებია ახალ ქართველს რომ ძერწავდნენ ავაზაკები და რომ არ გამოუვიდათ. შემდეგ იყო ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, სხვადასხვა თანამდებობები ეკავა საფინანსო პოლიციაში, ეს მაშინ როცა ატყავებდნენ ბიზნესს ცოცხლად და გამოტენილი იყო ქართული ციხეები მეწარმეებით და იქ ღამის ნოტარიუსები დადიოდნენ და იფორმებდნენ ქონებას.

ეს ადამიანი ახლა სადღაც ლექციებს კითხულობს თურმე. მინდა სტუდენტებსაც მივმართო: ახალგაზრდა მეგობრებო, თქვენ რომ ახლა ამ პროფესორს უსმენთ, ის არის ჩვეულებრივი ყაჩაღი, რომელიც ასრულებდა სააკაშვილის და ადეიშვილის მითითებებს. ის გუშინწინ გამოვიდა აქციაზე, რომელიც ძალიან „ნერვიულობს“ ჩვენს ევროპერსპექტივაზე. ამ ხალხს დაარიგა ჭკუა, შემდეგ თქვა, რომ 6 თვეში ხელისუფლება უნდა დაამხონ, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაატარონ, კოალიციური მთავრობა უნდა შექმნან. თვითონ ეტყობა ისევ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხდება, ან პრემიერიც შეიძლება გახდეს რატომაც არა, კიდევ 3-4 ბანკია დასაყაჩაღებელი ამ ქვეყანაში, მიადგება სხვა ბანკებსაც. რომ ჰკითხო აქ არაფერ შუაში იყო „ნაცმოძრაობა“. „სირცხვილიასაც“ რა შეხება აქვს „ნაცმოძრაობასთან“? ამას ვინ გადაყლაპავს, ვინ ჭამს. ამ ადამიანების გულწრფელი დამოკიდებულება მიტინგზე სათავისოდ გადმოთარგმნეს. უნდათ, როგორმე ამ ხალხის აღელვების სათავეში მოექცნენ. პოლარიზაცია პირველი პუნქტია, ეს პოლარიზაციას დაასრულებს? გადატრიალებისკენ მოწოდებები, ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები, რიგგარეშე არჩევნები – ეს პოლარიზაციის დასასრულია? თუ საერთოდ ამ ქვეყნის ხრამში გადავარდნაა. მე მახსოვს 2003 წლის რევოლუცია და ამას რა მოჰყვა ესეც ძალიან კარგად მახსოვს. მინდა რომ მომავლისკენ გავიხედოთ, მაგრამ, ამას რომ ქადაგიძე გეტყვის და ჭკუას დაგარიგებს როგორ უნდა იცხოვრო, როგორ უნდა მართო ქვეყანა დემოკრატიულად, ეს ხომ თავზარდამცემი ამბავია?“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება