fbpx

გია კობახიძე არის უაღრესად წესიერი, პატიოსანი, განათლებული, დარბაისელი, მოაზროვნე პოლიტიკოსი და საქართველოს ერთგული შვილი!-მირიან ყარაულაშვილი

,,იქსნიუსის,,დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი ირაკლი კობახიძის მამაზე –

გია კობახიძეს , როგორც უბრალოდ პიროვნებას , ვიცნობ დიდი ხანია, ალბათ სადღაც 1993 წლიდან; ვიცნობ პირადად -ხელის ჩამორთმევით და კარგი, თბილი ურთიერთ მოკითხვით;

მაგრამ , პოლიტიკოს გია კობახიძეს, ედპ-ს დამფუძნებელს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს ძალიან, ძალიან კარგად ვიცნობ!

ვიცნობ მის მსოფლმხედველობას, ვიცნობ მის პოლიტიკურ წარსულს, ვიცნობ მის პოლიტიკურ მოღვაწეობას თითქმის ოცი-ოცდაორი წლის მანძილზე!!!

კაცი არის უაღრესად წესიერი, პატიოსანი, განათლებული, დარბაისელი, მოაზროვნე პოლიტიკოსი და საქართველოს ერთგული შვილი!

ხაზს ვუსვამ:

გია კობახიძე არის საქართველოს ერთგული შვილი!!!

ერთადერთი შეცდომა, რაც მას შეიძლება შეცდომად ჩავუთვალოთ, ესაა 2010-2011 წლებში ტრიუმვირატის “ატამანშა” ბურჯანაძესთან ერთად პოლიტიკურ ორგანიზაციაში ყოფნა, თუმცა ესეც გამოწვეული იყო პოლიტიკური სივრცის გაუდაბნოებით, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ბოლოსდაბოლოს შეძლო მისი მმართველობის ბოლო წლებში და რის გამოც სხვა პოლიტორგანიზაციის შექმნა და მისი რეალურ ძალად ქცევა იმ დროს, იმ ვადებში შეუძლებელი იყო!!!

თუ დამეჯერება, მისი ბურჯანაძის ორგანიზაციიდან წასვლა ჩემს პირად პოზიტივად აღვითქვი მაშინვე, როგორც კი ეს გაცხადდა!

აი, ამ კაცის ავტორიტეტის დაკნინება და განადგურება დაიწყეს დღეს საქართველოს უდავო მტრებმა-საზღვარს გარედან და საქართველოს შიგნითაც მხარი აუბეს ამ მტრებს!

ესაა რაცაა!

ეს სტატუსი გია კობახიძის სახელს არც არაფერს შეჰმატებს და დიდი ალბათობით, არც დააკლებს რაიმეს.

კაცია გია კობახიძე და საქართველოს ერთგული შვილია!

სულ ესაა!

პ.ს.: მინდოდა კახური ლექსიკა გამერია ამ სტატუსში, მაგრამ ისევ და ისევ ამ დარბაისელი კაცის – გია კობახიძის სახელის გვერდით საერთო სტატუსში ამის გაკეთება არ ვიკადრე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება