fbpx

გია ვოლსკი – სრული ქაოსი უნდა დამყარებულიყო სებ-ის მმართველობაში, ამ კონსპირაციის მონაწილე ადამიანი პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს შესარჩევი კომისიის წევრად დაასახელა, მეორე წევრად – კონკრეტული ტელევიზიის წარმომადგენელი, რომელიც პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ აქტივობებთან

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში არჩილ მესტვირიშვილის და გიორგი ისაკაძის დასახელებას ეხმიანება.

სრული ქაოსი უნდა დამყარებულიყო ეროვნული ბანკის მმართველობაში, ამ კონსპირაციის მონაწილე ადამიანი პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს შესარჩევი კომისიის წევრად დაასახელა, მეორე წევრად – კონკრეტული ტელევიზიის წარმომადგენელი, რომელიც პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ აქტივობებთან – „ქართუ ბანკის“ გაკოტრების პროცესში მონაწილეობდა – განუცხადა „ქრონიკას“ გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკი სვამს კითხვას – შეიძლება ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობის შესარჩევი კომისიის წევრად დანიშნო ადამიანი, რომელიც გადადგა ბანკის საბჭოს შემადგენლობიდან?

„განა შეიძლება ეროვნული ბანკის შემადგენლობის შესარჩევი კომისიის წევრად დანიშნო ადამიანი, რომელიც გადადგა თანამდებობიდან – ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობიდან? სრული ქაოსი უნდა დამყარებულიყო ეროვნული ბანკის მმართველობაში, ამ კონსპირაციის მონაწილე ადამიანი წევრად დაასახელა და მეორე წევრად – კონკრეტული ტელევიზიის წარმომადგენელი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ აქტივობებთან. უფრო მეტიც, სკანდალურ თემაში – „ქართუ ბანკის“ გაკოტრების პროცესში მონაწილეობდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად საქართველოს პრეზიდენტმა კომისია შექმნა, რომელიც უკვე შეთანხმდა კანდიდატთა შერჩევის პროცედურებზე, შეფასების კრიტერიუმებსა და მუშაობის გრაფიკზე. ეროვნული ბანკის საბჭოში ოთხი წევრის თანამდებობაა ვაკანტური. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის 28 მსურველის განაცხადია შესული. სამუშაო შეხვედრა ორბელიანის სასახლეში დღეს გაიმართება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება