fbpx

გია გაბრიჭიძე: შეუძლებელია აუხსნა უსამშობლო ადამიანს, თუ რას ნიშნავს ქსენოფობია

გია გაბრიჭიძე: შეუძლებელია აუხსნა უსამშობლო ადამიანს, თუ რას ნიშნავს ქსენოფობია. სისულელეა ელაპარაკო პატრიოტიზმზე და იწვალო იმის ასახსნელად, რომ ქალისთვის ქვის სროლა, მინიმუმ სისულელეა და მაქსიმუმ პროვოკაცია „ძალიან ძნელია ელაპარაკო ჟურნალისტს ფილმზე “ჯარისკაცის მამა”, რომელმაც “ზემოდან” კარნახის გარეშე რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ სცემდა პასუხს ირაკლი კობახიძის შეკითხვას – ეზიზღება თუ არა მას პირადად რიგითი რუსი და როცა უკარნახეს, თქვა არა, არ მეზიზღებაო“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია გაბრიჭიძე ირაკლი კობახიძის ბრიფინგს. მისი თქმით ეს იყო პრევენცია, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად აკონტროლებს სიტუაციას და ნებისმიერი პროვოკაცია აღკვეთილი იქნება. “შეუძლებელია აუხსნა უსამშობლო, უჯიშო, ურწმუნო ადამიანს, რომელიც რობოტის მსგავსად მიჰყვება ჩადებულ პროგრამას აუხსნა თუ რას ნიშნავს ქსენოფობია, ადამიანობა, ბიზნესი რომელის მიერ მოტანილი შემოსავალი უამრავ ოჯახს მთელი წელიწადი გამოკვებავს. სისულელეა ელაპარაკო პატრიოტიზმზე და იწვალო იმის ასახსნელად, რომ ქალისთვის ქვის სროლა, რესტორანში “სავიზო რეჟიმის” დაწესება და მსგავსი გამოხტომა მინიმუმ სისულელეა და მაქსიმუმ პროვოკაცია. არ ღირს იმ ციფრების მოყვანა, თუ რა მდგომარეობა იყო ადრე და რა არის ახლა. ძალიან ძნელია ელაპარაკო ჟურნალისტს ფილმზე “ჯარისკაცის მამა”, რომელმაც “ზემოდან” კარნახის გარეშე რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ სცემდა პასუხს ირაკლი კობახიძის შეკითხვას – ეზიზღება თუ არა მას პირადად რიგითი რუსი და როცა უკარნახეს, თქვა არა, არ მეზიზღებაო. აქ მთავარი ერთი რამაა – ამ ომისა და ღალატის პარტიისაგან და მისი სატელიტებისგან, ამ ვითომდა უფლებადამცველი არასამთავრობოების მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი. მათ ხელში აქვთ ტელევიზიები, ანუ პროპაგანდის მანქანები, რომლებსაც მტრობისთვის, ბოროტების დათესვისთვის იყენებენ და ჰყავთ ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე მოაწერენ ხელს. კობახიძის ბრიფინგი იყო პრევენცია. გაფრთხილება, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად აკონტროლებს სიტუაციას და ნებისმიერი პროვოკაცია აღკვეთილი იქნება”- წერს გია გაბრიჭიძე facebook-ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება