fbpx

გია გაბრიჭიძე – რასაც თეა წულუკიანი აკეთებს არის იმ მართლაც ბნელი, განვითარების პერსპექტივის მომსპობი წარსულისგან განთავისუფლება

გია გაბრიჭიძე – რასაც თეა წულუკიანი აკეთებს არის იმ მართლაც ბნელი, განვითარების პერსპექტივის მომსპობი წარსულისგან განთავისუფლება და როგორც ეს ვითომდა ძიმაკრაწები ფაფხურობენ, სწორედაც 20-30-იან წლებში დაბრუნება ,,ის, რასაც თეა წულუკიანი აკეთებს არის იმ მართლაც ბნელი, განვითარების პერსპექტივის მომსპობი წარსულისგან განთავისუფლება და ის როგორც ეს ვითომდა ძიმაკრაწები ფაფხურობენ, სწორედაც 20-30-იან წლებში დაბრუნება.” – ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე თეა წულუკიანის მისამართით აგორებულ ბინძურ კამპანიას. ,,ძაალიან სასაცილოა ნაცების და აგრესიული ლიბერალების მიერ თეა წულუკიანის მიმართ წამოყენებული ბრალდება მისი “ბოლშევიკური მეთოდების” შესახებ. სასაცილოა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ წამოყრანტალებული ფრაზით, ისინი თავიანთი განათლებისა და აზროვნების სიმწირეს თავად ადასტურებენ. ცხადია ამ ტიპებთან რაიმეს ახსნას აზრი არა აქვს. უბრალოდ ნორმალურ, ინტელექტუალურ ხალხს მინდა შევახსენო ის “ბოლშევიკური სტილი”, რაც ნაცებმა და ლიბერასტებმა თავიანთი ზეობის პერიოდში გადმოიღეს. ბოლშევიკებმა ინტელექტთან და განათლებასთან საბრძოლველად შექმნეს ე.წ. მუშ-გლეხინები, სადაც დაჩქარებული წესით აწარმოებდნენ წითელი პროფესურის, წითელი ხელოვნების და წითელი ინტელიგენტის ქარხნული წესით გამოშვებას. იმ “სასტავის” რომლებსაც უნდა ჩაენაცვლებინათ ნამდვილად განათლებული, მაგრამ ბნელი (სიტყვა “ბნელი” ხომ არ გექნებათ?) ადამიანები. ნაცებმა და ლიბერასტებმაც შექმნეს თავიანთი მუშ-გლეხინები ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებლების სახით და იქ განამწესეს თანამედროვე კომკავშირელ-კომისართა რაზმები. შექმნეს პროპაგანდის განყოფილებები მედიის სახით სადაც ჟუუურრრნალისტები მდაბიო ტიპებს თავად ანიჭებდნენ მწერლის, ინტელექტუალის, ვარსკვლავის დ.სხვ. წოდებებს. ზუსტად ისე, როგორც 30-იან წლებში გადაღებულ ფილმებში ნამდვილი პროფესორები და ინტელიგენტები გამოჰყავდათ წაწვეტებულ-ბლანჟეიან, დაბნეული მოხუცების, ან ახალგაზრდა, მაგრამ ბურჟუაზიული იდეებით გაჟღენთილი, ბოროტი, რევანშის მსურველი გადმონაშთების სახით, მათაც ფართოდ გაშალეს ეიჯიზმი, დაამკვიდრეს სიტყვები “ბნელი” და “ჩარეცხილი”. და რაც მთავარია მათ დაამკვიდრეს შიში. შიში იმისა, რომ შენ თუ “მთვარის მოტაცება” მოგწონს და ევროპას ისე აფასებ როგორც თარაშ ემხვარი აფასებდა ბნელი ხარ და სამწუხაროდ ეს შიში დღესაც მუშაობს. ეს საკმაოდ ადვილად გამოუვიდათ, რადგანაც წიგნების ფასი კატასტროფული გახდა, ნამდვილ მწერლებს სრულად ჩაეკეტათ გამომცემლობების კარი, მოისპო განათლებული, ინტელექტუალური მედია და ტელევიზიები აივსო მდარე, უგემოვნო შოუებით, ფილმებითა და სერიალებით, სადაც წარსული წარმოჩინდა როგორც ნარკომანებისა და ბანდიტების წარმომშობი დრო, დღევანდელობა კი როგორც ფერადი, ბედნიერი ყოფა. ის, რასაც თეა წულუკიანი აკეთებს არის იმ მართლაც ბნელი, განვითარების პერსპექტივის მომსპობი წარსულისგან განთავისუფლება და ის როგორც ეს ვითომდა ძიმაკრაწები ფაფხურობენ, სწორედაც 20-30-იან წლებში დაბრუნება. იმ წლებში, სადაც ლენინი მიშათი, ხოლო ნამდვილი ხელოვნება წითელი, ანუ “თანამედროვე” დადაიზმით შეიცვალა.” – წერს გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება