fbpx

გია გაბრიჭიძე – რადგან საქართველოში არ არის ადამიანი, ვისაც შეიძლება სანქციები დაეკისროს, ელენე ხოშტარიამ ეს მისია თავის თავზე აიღო

რადგან საქართველოში არ არის ადამიანი, ვისაც შეიძლება სანქციები დაეკისროს, ელენე ხოშტარიამ ეს მისია თავის თავზე აიღო – ექსპერტი გია გაბრიჭიძე „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან მილიონობით რუბლის გადარიცხვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „შანსი არ არის. მაგას ისეთი სკოლა აქვს გავლილი, რომ რაღაც „ხოდებს“ მოიფიქრებდა და თუ მაინც ასეა, მაშინ სამი ვარიანტია: ა) რადგან საქართველოში არ არის ადამიანი, ვისაც შეიძლება სანქციები დაეკისროს, ელენე ხოშტარიამ ეს მისია თავის თავზე აიღო. ბ) იმ რუბლებს წვავდა რათა ამ ომის დროს რუსეთს იარაღის წარმოებისთვის ფული არ ჰქონოდა. ამით რუსულ ეკონომიკას სა სამხედრო შესაძლებლობებს ძირს უთხრიდა გ) იმ ფულით ევროპულ საქმეს აკეთებდა: დადიოდა ბრიუსელებში და ვაშინგტონებში და რუსეთს აგინებდა“ – წერს გია გაბრიჭიძე Facebook – ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება