fbpx

გია გაბრიჭიძე: ვერ დაინახო ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის აკეთებს და მისთვის სანქციების დაწესება მოითხოვო, ცოტა უცნაური სიყვარულია

ნამდვილ აკადემიურ წრეებში დაფასებული ხალხიც გვინახავს, რომლებსაც თითქოსდა “საქართველოს სიყვარულში მზე და მთვარე ამოსდიოდათ” და ზოგი “მცირე იმპერიას” გვიწოდებდა, ზოგი კი უსაზიზღრეს ოპუსებს გვიძღვნიდა-წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე კელი დეგნანის განცხადების შესახებ.

“საკმაოდ უცნაურად (კორექტულობის გამო არ ვიტყვი უაზროდ) გამოეხმაურა ქალბატონი დეგნანი ვინმე დევიდ კრამერის განცხადებას, სადაც ნათქვამია რომ – სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ასრულებენ ივანიშვილის დავალებებს.
დიახ, სწორედაც რომ “ვინმე” კრამერის, რადგანაც ქალბატონი ელჩის განმარტებით ის “არის კერძო პირი, რომელიც ძალიან დაფასებულია აკადემიურ წრეებში”.
და თურმე ამ კერძო პირს “ძალიან უყვარს საქართველო”.
ვერ დაინახო ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის აკეთებს და მისთვის სანქციების დაწესება მოითხოვო, რბილად რომ ვთქვა ცოტა უცნაური სიყვარულია.
რაც შეეხება ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორს, რომელიც თურმე აკადემიურ წრეებში დაფასებულია, უბრალოდ ვიტყვი, რომ ნამდვილ აკადემიურ წრეებში დაფასებული ხალხიც გვინახავს, რომლებსაც თითქოსდა “საქართველოს სიყვარულში მზე და მთვარე ამოსდიოდათ” და ზოგი “მცირე იმპერიას” გვიწოდებდა, ზოგი კი უსაზიზღრეს ოპუსებს გვიძღვნიდა.
მაგალითისთვის მხოლოდ სახაროვი და ასტაფიევიც კმარა”- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება