fbpx

გია გაბრიჭიძე: ელენე ხოშტარია რუსეთის ბიუჯეტიდან რომ ფინანსდება, ამ პლანეტაზე ყველამ იცის და ეს არასამთავრობოელები ან უცხო პლანეტელები არიან, ან რობოტები, ან მაგარი “ნაგლები”

ეტყობა დღეს დილით იმ პროგრამაში რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ამ მშენებელს და დასავლური ღირებულებების გამტარებელი დღეს დილით ჩაუტვირთეს, ხოშტარიას რუბლების ამბავი ალბათ გამორჩათ- ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის მიერ ელენე ხოშტარიას რუსულ ფულთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

„ნინო დოლიძე – ელენე ხოშტარიას რუსულ ფულთან დაკავშირებით ინფორმაცია ნამდვილად არ გვაქვს.
ვიძახი რომ ეს არასამთავრობოელები ან უცხო პლანეტელები არიან, ან რობოტები, ან მაგარი “ნაგლები” (ჩემი “ცოცორი” კიტრიას პონტში).
ელენე ხოშტარია რუსეთის ბიუჯეტიდან რომ ფინანსდება, ამ პლანეტაზე ყველამ იცის და იმ ფულს იმიტომ იღებს, რომ პუტინმა ტანკები არ იყიდოს ისიც (გმირის წოდება ეკუთვნის), მაგრამ ეტყობა დღეს დილით იმ პროგრამაში რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ამ მშენებელს და დასავლური ღირებულებების გამტარებელი დღეს დილით ჩაუტვირთეს, ხოშტარიას რუბლების ამბავი ალბათ გამორჩათ.
არა რა, ამას 100-მდე თვლა ნამდვილად არ ეცოდინება.
არა რა, მართლა მაგარი “ნაგლია” და ჩვენ კიდე გამოთაყვანებული გვგონია“- წერს facebook-ზე გია გაბრიჭიძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება