fbpx

გია გაბრიჭიძე: დღეს გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც ქართული საგარეო ურთიერთობების სრულიად სხვა ეტაპზე გადასვლის მაჩვენებელი გახდა

,,დღეს გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც ქართული საგარეო ურთიერთობების სრულიად სხვა ეტაპზე გადასვლის მაჩვენებელი გახდა – დადასტურდა, რომ საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც ნებისმიერი, თუნდაც მსოფლიოში უდიდესი ქვეყნის წარმომადგენელს შეუძლია რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისადმი თავისი პირადი სიმპათიის გამო, მიიღოს საქართველოსთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილება და ამას შესაბამისი პასუხი არ მოჰყვეს” ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც ივანიშვილი ადასტურებს აშშ-ს ელჩთან შეხვედრას.

,,დღეს გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც ქართული საგარეო ურთიერთობების სრულიად სხვა ეტაპზე გადასვლის მაჩვენებელი გახდა – დადასტურდა, რომ საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც ნებისმიერი, თუნდაც მსოფლიოში უდიდესი ქვეყნის წარმომადგენელს შეუძლია რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისადმი თავისი პირადი სიმპათიის გამო, მიიღოს საქართველოსთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილება და ამას შესაბამისი პასუხი არ მოჰყვეს.
შეუძლია მოიტყუოს, ან იგნორირება გაუკეთოს საზოგადოებისა, თუ პარლამენტის წევრთა ლეგიტიმურ მოთხოვნებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გზავნილის პირველი სიტყვები, რომლებსაც ძალიან დიდი მორალური დატვირთვა აქვს:

  • უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისი უმთავრესი ღირებულებებია. ამასთან, ქართულმა საზოგადოებამ ყველას დაუმტკიცა, რომ ხანმოკლე დემოკრატიული გამოცდილების მიუხედავად, აქვს სიბრძნე, რომელიც ურთულეს გამოწვევებთან ღირსეულად გამკლავების შესაძლებლობას აძლევს.” წერს გაბრიჭიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება