fbpx

გია გაბრიჭიძე დავით დარჩიაშვილის და მარიკა მიქიაშვილის განცხადებაზე: ასეთი უსისხლო ხალხია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამათ ევროკავშირი უნდათ, ან ეს ბოღმა წამოცდაო ძალიან ცდება

ექსპერტი გია გაბრიჭიძე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრის, დავით დარჩიაშვილის და ასევე, პარტია „დროას“ წევრის, მარიკა მიქიაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსებს ეხმიანება, რომელთა თქმითაც, მათ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად სტატუსის მიღება არ სურთ, რადგან ამით ავტორიტარიზმს გაამყარებს.

ექსპერტის თქმით, ყველაფერზე წამსვლელები არიან, ოღონდ დანგრეული, მიწასთან გასწორებული საქართველო ნახონ.

„აი ასეთი უჯიშო და უსისხლო ხალხია.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამათ ევროკავშირი უნდათ, ან ეს ბოღმა წამოცდაო ძალიან ცდება.
არ მითხრათ, რომ ლომჯარიას დაბომბილი თბილისი არ ენატრება და რომ უკრაინელი ხალხის სიყვარულში ათენებენ და აღამებენ.
ისინი ჩვენი, ჩვენი შვილების, ახლობლების, ნაცნობების, თუ უცნობების უბედურებაზე ოცნებობენ და ამ სიძულვილით არსებობენ.
სიძულვილია მათი საკვები და ჟანგბადი.
ყველაფერზე წამსვლელები არიან, ოღონდ დანგრეული, მიწასთან გასწორებული საქართველო ნახონ (ოღონდ ტრა@@კი არა აქვთ და სხვისი ხელით უნდათ).
ფუი ამათი სუნიანი სისხლძარღვები მოვრტ@@ან“- წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება