fbpx

გია გაბრიჭიძე: არ გამიკვირდება, რომ მალე ჰოლივუდში გადაიღონ ფილმი „რიგითი კეზერას გადასარჩენად“

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება.
როგორც ექსპერტი წერს, არ გაუკვირდება, რომ მალე ჰოლივუდში გადაიღონ ფილმი „რიგითი კეზერას გადასარჩენად“.

„რიგითი კეზერას გადასარჩენად“.
არ გამიკვირდება, რომ მალე ჰოლივუდში გადაიღონ ფილმი „რიგითი კეზერას გადასარჩენად“.
ფილმის სცენარის მთავარი ხაზი იქნება, თუ როგორ არიან „ამერიკელები და სრულიად მათი აგენტურა გადაფარებული დავით კეზერაშვილზე, რომელიც 2004-12 წლებში ბიზნესის რეკეტის სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, რომელმაც დიდი ფული ქართული ჯარის გაძარცვის ხარჯზე დააგროვა და რომელმაც ბოლო წლებში ევროპელი პენსიონერების მასშტაბური ძარცვითაც „გამოიჩინა თავი” (ამონარიდი ზაზა შათირიშვილის წერილიდან, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
ცხადია ფილმში გარკვეული დრო დაეთმობა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს, სადაც ლევან ხაბეიშვილის როლს რომელიმე ბიდი-ბოლდერი შეასრულებს.
ფინალურ სცენაში ნაბრძოლი, ათას წინააღმდეგობა გადალახული კეზერა და ხაბე რიკოთზე დგანან, შორეთს სევდიანი თვალებით გაჰყურებენ, მაგრამ მზერაში ახალი ჩათლახობის სხივი კრთის“- წერს გია გაბრიჭიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება