fbpx

გია აბაშიძე: სააკაშვილი ბედავს და უკიდურესი უტიფრობით აცხადებს ეკონომიკისთვის დამანგრეველ მოწოდებებს

გია აბაშიძე: სააკაშვილი ბედავს და უკიდურესი უტიფრობით აცხადებს ეკონომიკისთვის დამანგრეველ მოწოდებებს, ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიოში ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ასე გააფთრებით ებრძოდეს საკუთარ სამშობლოს „ამ დესტრუქციულ ელემენტს “ავიწყდება”, რომ „ლუკოილ ჯორჯიას“ სააკაშვილის რეჟიმის ბოლო წლებში (2012-2013) მონაწილეობა აქვს მიღებული 33 სახელმწიფო ტენდერში, რომელიც საწვავის შესყიდვის მიზნით იყო გამოცხადებული. აქედან 30 ტენდერში გაიმარჯვა. მოგებული კონტრაქტების მიახლოებითი ღირებულება იყო 100 მილიონი, უფრო ზუსტად 99 624 777 ლარი. აგვისტოს ომის შემდეგ, სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები რომ რუსეთს მიჰყიდა, ბავშვმაც კი იცის. და ამის შემდეგ სააკაშვილი ბედავს და უკიდურესი უტიფრობით აცხადებს ეკონომიკისთვის დამანგრეველ მოწოდებებს“- ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ პოსტს ეხმიანება, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა არ ჩაასხან საწვავი „ლუკოილში“. „საქართველოში მეხუთე კოლონის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ “ლუკოილის” ბენზინი თურმე არ უნდა შევიძინოთ. ამ დესტრუქციულ ელემენტს “ავიწყდება”, რომ „ლუკოილ ჯორჯიას“ სააკაშვილის რეჟიმის ბოლო წლებში (2012-2013) მონაწილეობა აქვს მიღებული 33 სახელმწიფო ტენდერში, რომელიც საწვავის შესყიდვის მიზნით იყო გამოცხადებული. აქედან 30 ტენდერში გაიმარჯვა. მოგებული კონტრაქტების მიახლოებითი ღირებულება იყო 100 მილიონი, უფრო ზუსტად 99 624 777 ლარი. აგვისტოს ომის შემდეგ, სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები რომ რუსეთს მიჰყიდა, ბავშვმაც კი იცის. და ამის შემდეგ სააკაშვილი ბედავს და უკიდურესი უტიფრობით აცხადებს ეკონომიკისთვის დამანგრეველ მოწოდებებს. ამ რადიკალური ლოგიკით გამოვრთოთ დენი, წყალი, არ შევიძინოთ, მაგალითად, რუსული “ვიმ-ბილ-დანის” (“სოფლის ნობათი”, 2009 წ. შემოსული) რძის ნაწარმი?! ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიოში ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ასე გააფთრებით ებრძოდეს საკუთარ სამშობლოს, მის თანამემამულეებს!“- წერს გია აბაშიძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება