fbpx

გია აბაშიძე – რაც მთავარია, დამატებითი სანქციების დაწესებას საქართველოსგან დასავლელი პარტნიორები არ ითხოვენ

გია აბაშიძე – რაც მთავარია, დამატებითი სანქციების დაწესებას საქართველოსგან დასავლელი პარტნიორები არ ითხოვენ, ჩვენი საგარეო პოლიტიკა მათთან უნისონშია პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მკაფიოდ განმარტა საქართველოს პოზიციონირება რუსეთზე სანქციებთან დაკავშირებით – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე. „ ENG👇 პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მკაფიოდ განმარტა საქართველოს პოზიციონირება რუსეთზე სანქციებთან დაკავშირებით: დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა, რასაც ახლა ზოგიერთი სახელმწიფო იწყებს. ამ რეჟიმში 2008 წლიდან ვართ და არაფერი შეიცვლება სანამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობენ რუსეთის “საელჩოები”. შეზღუდვები სამხედრო მრეწველობასთან დაკავშირებით ვაჭრობაზე. როგორ გგონიათ, “დელტადან” “დიდგორსა” და ჯავშანჟილეტებს ვაწვდით რუსეთს? თუ ეს სადმე ითქვა, იქნება ხატია დეკანოიძეების მსგავს პარაზიტთა ბინძური ტყუილი. იმავე სექტის უწიგნური ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებული ბოროტი დეზინფორმაცია, რომ თბილისის მერია რუსულ ე.წ. სამხედრო Метровагонмаш-ს მეტროს ვაგონებისთვის მილიონებს ურიცხავს, სრული სისულელეა! ვაგონების შემოყვანა ხდება ევროპული ბანკის (EBRD) მიერ გამოცხადებული ტენდერით, რომელიც თავად ევროპელებმა გააჩერეს. ხსენებული საწარმოდან ვაგონები მიეწოდება ევროპის რიგ ქალაქებს და Метровагонмаш-ს შეხებაც კი არ აქვს სამხედრო მრეწველობასთან. საბანკო გადარიცხვების SWIFT-ის სისტემაზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი გააჩნია საქართველოს. რუსეთში მცხოვრები თანამემამულეებისგან არსებული საბანკო არხებით შევწყვიტოთ ფულადი გადმორიცხვების მიღება? სიშლეგეა! რუსეთთან პირდაპირი ფრენები წლებია არ გვაქვს. საჰაერო სივრცის ჩაკეტვით დავაზიანებთ მეგობარ სომხეთს და ეს თავდაპირველი ინიციატივა ოპოზიციამაც კი შეიმეცნა, რომ ირაციონალურია. ჩვენს აგროპროდუქციას დავუწესოთ ემბარგო და არ გავაგზავნოთ რუსეთში? რუსეთიდან არ შევისყიდოთ დენი, ხორბალი და ა.შ? წყალი აღარ მოვუშვათ დედაქალაქში? ხომ ხვდებით, რომ ეს სრული აბსურდია! ყველა საერთაშორისო ფორმატში ვართ უკრაინის მხარდამჭერნი, არაერთი რეზოლუციის თანაავტორი და ინიციატორი, რაც მეტად აღიზიანებს კრემლს, ვიდრე მედიაში გაკეთებული განცხადებები. რაც მთავარია, დამატებითი სანქციების დაწესებას საქართველოსგან დასავლელი პარტნიორები არ ითხოვენ, ჩვენი საგარეო პოლიტიკა მათთან უნისონშია. დესტრუქციული სააკაშვილის მარიონეტებისგან ახალ უგუნურ, არაფრისმომცემ სანქციებზე საუბარი არის საქართველოს მტრობა და ოკუპანტ რუსეთთან ვითარების გამწვავების სპირალში ჩათრევის მცდელობა! „ -წერს აბაშიძე facebook – ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება