fbpx

გია აბაშიძე: პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია

გია აბაშიძე: პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია. შეუვალი აქსიომაა, რომ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მოვალეობაა კონსტიტუციის პატივისცემა და დაცვა „სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბოლო საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია. და ამის შესახებ კანონის ენით, თავისი სიტყვა უნდა თქვას საკონსტიტუციო სასამართლომ. ცხადია, მმართველმა გუნდმა ეს იცოდა და სააშკარაოზე არ გამოიტანა გაუფრთხილდა რა პრეზიდენტის ინსტიტუტს. თუმცა, როდესაც პრეზიდენტმა ეს თავად გაასაჯაროვა, მასზე პოლიტიკური რეაგირების აუცილებლობა დადგა“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, რაზეც პოლიტიკური რეაგირების აუცილებლობა დადგა. „ გუშინ არაერთხელ აღვნიშნე, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლით, ქალბატონმა ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ზეპარტიულია იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო კამპანიისას, “ქართული ოცნების” გუნდმა და მისმა მრავალმა მხარდამჭერმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბოლო საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია. და ამის შესახებ კანონის ენით, თავისი სიტყვა უნდა თქვას საკონსტიტუციო სასამართლომ. ცხადია, მმართველმა გუნდმა ეს იცოდა და სააშკარაოზე არ გამოიტანა გაუფრთხილდა რა პრეზიდენტის ინსტიტუტს. თუმცა, როდესაც პრეზიდენტმა ეს თავად გაასაჯაროვა, მასზე პოლიტიკური რეაგირების აუცილებლობა დადგა. მთავარი კანონი ამბობს – საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილების შესაბამისად, საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოებისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების კუთხითაც, საქართველოს კონსტიტუცია პრიორიტეტს მთავრობას ანიჭებს. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება. ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში. აღნიშნული ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა. შეუვალი აქსიომაა, რომ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მოვალეობაა კონსტიტუციის პატივისცემა და დაცვა. ასეთი ურთულესი პერიოდის დროს, როდესაც მსოფლიოში მესამე ჰიბრიდული ომია, პანდემიამ არ გვაკმარა და ბოლო ტრაგიკულმა მოვლენებმა მწვავე სოციალურ-ეკონომიკური დარტყმა მოგვაყენეს, კაზუისტიკაზე მსჯელობა უადგილოდ მოჩანს. თუმცა, ვინ გამოიწვია ეს, ცხადზე ცხადია. სახელმწიფო ინსტიტუტებმა კი, უნდა იმუშაონ კონსტიტუციისა და კანონების შესაბამისად“- წერს გია აბაშიძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება