fbpx

მოქალაქეებზე ზრუნვის ერთ-ერთი მკაფიო გამოვლინებაა იაფი და ხარისხიანი მედიკამენტების საქართველოში შემოტანის ხელშეწყობა-გია აბაშიძე

გია აბაშიძე: მოქალაქეებზე ზრუნვის ერთ-ერთი მკაფიო გამოვლინებაა იაფი და ხარისხიანი მედიკამენტების საქართველოში შემოტანის ხელშეწყობა. ქვეყანაში 250-მდე დასახელების წამლები 60-70-80%-მდე ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი „თურქეთიდან იმპორტირებული იაფი წამლების შეძენა, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერის ინიციატივაზე მედიკამენტებზე ფასების დაწევის შესახებ. „მოქალაქეებზე ზრუნვის ერთ-ერთი მკაფიო გამოვლინებაა იაფი და ხარისხიანი მედიკამენტების საქართველოში შემოტანის ხელშეწყობა. რასაკვირველია, პირველ ეტაპზე ყველაფერი არა, მაგრამ პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივად იზრდება. წლებია არსებობს ბრიტანული სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა (NHS, National Health Service), მაგრამ სრულყოფილი დღემდეც არაა. დღეს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთიდან იმპორტირებული ხელმისაწვდომი მედიკამენტების რეალიზაციის პროცესს გაეცნო. პრემიერის ინიციატივით, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი 17 იანვარს გაიხსნა, რის შედეგადაც ქვეყანაში 250-მდე დასახელების, მათ შორის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლები 60-70-80%-მდე ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი. თურქეთიდან იმპორტირებული იაფი წამლების შეძენა, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი“- წერს აბაშიძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება