fbpx

გვეამაყები! – გოგი მეშველიანი ბოლნისელ ფალავანს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის
მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ბოლნისელ ფალავანს გიგა შავაძეს გამარჯვებას
ულოცავს.
„თავისუფალ ჭიდაობაში, 17 წლამდელთა შორის, ტალინის საერთაშორისო
ტურნირზე, 125 კგ-მდე წონით კატეგორიაში, გამარჯვებას გილოცავ გიგა და
მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს გისურვებ!
გვეამაყები!
Avto Bzhalava – განსაკუთრებული მადლობა, გიგას სპორტსმენად აღზრდისთვის! „

  • წერს გოგი მეშველიანი პირად ფეისბუქის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთის დედაქალაქ-ტალინში ჩატარდა მსოფლიო
ჩემპიონის,ბერლინის 1936 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის კრისტიან
პალუსალოს ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ
ჭიდაობაში.აღსანიშნავია,რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდში
წარმატებით იასპარეზა ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის 17
წლის მოჭიდავე-გიგა შავაძემ, რომელმაც მეოთხედფინალურ შეხვედრაში
დაამარცხა სლოვაკეთის წარმომადგენელი, ნახევარფინალში ესტონელი
სპორტსმენი, ხოლო ფინალურ შეხვედრაში შვედეთის წარმომადგენელი და გახდა
ამ საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება