გვარამიას მიმართ საჯარო სივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელ facebook ში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო მოქალაქე გიორგი გედენიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შსს-ს ცნობით, 3 ივნისს, გიორგი გედენიძემ სოციალურ ქსელში, „იმედის“ პოსტზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ გამოავლინა. საქმე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება