fbpx

გვარამიამ მორიგი სიყალბე გამოაცხო უკრაინის პროკურატურის მიერ სააკაშვილის თითქოს და “დაზარალებულად” ცნობის თაობაზე-დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი – “ცხელ-ცხელი” სუპერფეიკი – გვარამიამ მორიგი სიყალბე გამოაცხო უკრაინის პროკურატურის მიერ სააკაშვილის თითქოს და “დაზარალებულად” ცნობის თაობაზე სიცრუე ნომერი ერთი: “დაზარალებული” არის არა ვერდიქტი, არამედ მიმოწერასა და საქმისწარმოებაში გამოყენებული ტერმინი და მეტი არაფერი. სიცრუე ნომერი ორი: გვარამიამ საზოგადოებას წარუდგინა დოკუმენტის ნაწილი მისი ოფიციალური სახელწოდების გარეშე – “დადგენილება სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში დაზარალებულის წარმომადგენლის განცხადების დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივად უარის თქმის შესახებ”. თუ რა დაკმაყოფილდა და რაზე ითქვა უარი – გვარამია დუმს. ხოლო დაკმაყოფილდა ამ განცხადების სისხლის სამართლის საქმისწარმოების მიზნით მისი უკრაინის გამოძიებათა სახელმწიფო ბიუროში გადაგზავნა, ხოლო ამ გამოძიების შედეგად, სააკაშვილისთვის “დაზარალებულის სტატუსის” მინიჭება და მისი კანონიერ ძალაში შესვლა – არ დაკმაყოფილდა – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი. მისი თქმით, გვარამია/სააკაშვილის ტანდემი აგრძელებს თავის ფეიკ/საქმიანობას, საქართველოსთვის სასირცხვილო თავის მოჭრით მაქსიმალური ზიანის მიყენების მიზნით. “გვარამია/სააკაშვილის ტანდემი აგრძელებს თავის ფეიკ/საქმიანობას, საქართველოსთვის სასირცხვილო თავის მოჭრით მაქსიმალური ზიანის მიყენების მიზნით. ჯერ არ მიეცა დავიწყებას მეგის ქარდავას ფეიკ/ლტოლვილობის თემაზე სტრასბურგის სასამართლოსა და გაეროს კომისარიატის განზრახ შეცდომაში შეყვანის სამარცხვინო და წარუმატებელი მცდელობა, ჯერ კიდევ დაგვცინიან კრემლის ტელემედია სივრცეში – ლუკაშენკოსა და სააკაშვილის “ფარული ლონდონური ვოიაჟების” გამო, და აი ახალი “ცხელ-ცხელი” სუპერფეიკი. გვარამიამ მორიგი სიყალბე გამოაცხო უკრაინის პროკურატურის მიერ სააკაშვილის თითქოს და “დაზარალებულად” ცნობის თაობაზე. სიცრუე ნომერი ერთი: საქართველოს კანონმდებლობისაგან განსხვავებით, უკრაინის სისხლის სამართლის პროცესუალური კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად – “ტერმინოლოგიურად პირი ითვლება დაზარალებულად მის მიმართ სისხლის სამართლის საქმისწარმოების შესახებ ან მისი, როგორც დაზარალებულის, საქმისწარმოებაში ჩართვის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან”. ჩვენს შემთხვევაში – “დაზარალებული” არის არა ვერდიქტი, არამედ მიმოწერასა და საქმისწარმოებაში გამოყენებული ტერმინი და მეტი არაფერი. სიცრუე ნომერი ორი: გვარამიამ საზოგადოებას წარუდგინა დოკუმენტის ნაწილი მისი ოფიციალური სახელწოდების გარეშე – “დადგენილება სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში დაზარალებულის წარმომადგენლის განცხადების დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივად უარის თქმის შესახებ”. თუ რა დაკმაყოფილდა და რაზე ითქვა უარი – გვარამია დუმს. ხოლო დაკმაყოფილდა ამ განცხადების სისხლის სამართლის საქმისწარმოების მიზნით მისი უკრაინის გამოძიებათა სახელმწიფო ბიუროში გადაგზავნა, ხოლო ამ გამოძიების შედეგად, სააკაშვილისთვის “დაზარალებულის სტატუსის” მინიჭება და მისი კანონიერ ძალაში შესვლა – არ დაკმაყოფილდა. როგორც ჩანს პოლიტიკური თაღლითობა ის ერთადერთი იარაღია, რომლის წარუმატებელი გამოყენებით გვარამია/სააკაშვილის “ბლეფ/კლუბი” დღეს ცდილობს მათი პოლიტიკური შიზოფრენიით გამოთაყვანებული ელექტორატის ნაწილობრივ მართვას. ხოლო ამ ელექტორატმა თავად გადაწყვიტოს – იდიოტების “იარლიყის” მორგება რამდენად მომგებიანია მათთვის” – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება