fbpx

გერმანიის ფედერალური პროკურატურა სანდრა რულოვსის პირისპირ დაკითხვას ითხოვს

გერმანიის ფედერალური პროკურატურა სანდრა რულოვსის პირისპირ დაკითხვას ითხოვს. გამოძიებას საქართველოს ყოფილ პირველ ლედისთან სატელეფონო საუბარი არ აკმაყოფილებს. გერმანიამ ამ დრომდე ვერ დაადგინა, როგორ მოხვდა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვარშავის გავლით ბერლინში.

ცალკე საკითხია ხანგოშვილისა და რულოვსის შეხვედრა მკვლელობამდე. ცნობილია, რომ ბერლინის ცენტრში მომხდარ მკვლელობამდე რულოვსი და ხანგოშვილი შეხვედრას გეგმავდნენ. “გარდიანი” წერს, რომ სანდრა რულოვსი ხანგოშვილს პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაში ეხმარებოდა და შესაბამისი წერილი საემიგრაციო სამსახურშიც გააგზავნა.

რაზე უნდა ესაუბრათ ბერლინში საქართველოს ყოფილ პირველ ლედის და ყოფილ ჩეჩენ საველე მეთაურს. გერმანიის პროკურატურა რულოვსის გერმანიაში ჩასვლას ითხოვს.

ჩეჩენი ეროვნების საქართველოს მოქალაქე 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, პატარა სკვერში, დღის 12:00 საათზე მოკლეს. ბერლინის სასამართლო მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის სასჯელს, დაახლოებით, ორ თვეში გამოაცხადებს. გერმანულ პოლიტიკურ წრეებში ამბობენ, რომ განაჩენი დიდ გავლენას მოახდენს უკვე დაძაბულ რუსულ-გერმანულ ურთიერთობაზე, რადგან, გერმანიის პროკურატურა ღიად ამბობს, რომ მკვლელობის ბრძანება რუსეთის ხელისუფლებიდან გაიცა. წყარო ტელეკომპაია ,,რუსთავი2,,

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება